ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისში პარკირების აუქციონი მეოთხედაც ჩაიშალა

22 მაისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 23

ქუთაისში პარკირების აუქციონი მეოთხედაც ჩაიშალა

პარკირების ზედამხედველობისთვის საწარმოს მერია შექმნის.

ქუთაისში პარკირების აუქციონზე საწყისი ბიჯი კვლავ არ დაფიქსირებულა, რის გამოც მეოთხედ გამოცხადებული აუქციონი კვლავ ჩაიშალა. როგორც ქუთაისში აღნიშნავდნენ, პრობლემას 274 ადგილის ერთ ლოტად გამოცხადება და აუქციონის ღირებულება –660 000 ლარი ქმნიდა.

როგორც ვიცე–მერმა კონსტანტინე ქავთარაძემ აღნიშნა, პარკირების სისტემის მართვაზე მერია იზრუნებს, რისთვისაც სპეცილაური საწარმო დაფუძნდება. ქავთარაძის თქმით, პარკირება არის რენტაბელური ბიზნესი და დაწესებული 660 000 ლარიც რეალური თანხაა, რაც საწარმოს შექმის შემდეგ უკეთ გამოჩნდება.

თეგები: მერიაპარკირებაქუთაისი