ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისი 26 მაისისთვის ემზადება

25 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 23

ქუთაისი 26 მაისისთვის ემზადება

დღის განმავლობაში სხვადასხვა სახის ღონისძებებია დაგეგემილი.

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ემზადებიან. რუსთაველის გამზირი დროშებით მოირთო. ცენტრალურ მოედანზე კი სცენის მონტაჟია დაწყებული. დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა გალა კონცერტით დასრულდება. ცნობილია, რომ კონცერტში მონაწილეობას ცნობილი შემსრულებლები ანი კეკუა, სალომე ბაკურაძე და ჯგუფი „33ა“ მიიღებენ. დაგეგმილია სხვა ღონისძიებები. ქუთაისს ეწვევა პრეზიდენტი მარგველაშვილი. დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ხვალ ფალიაშვილის ქუჩა და ცენტრალური მოედნის მიმდებარე ტერიტორია გადაიკეტება.

თეგები: დამოუკიდებლობის დღეკონცერტიქუთაისი