ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ფოტოკონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტო)

25 მაისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 24

ფოტოკონკურსის  გამარჯვებულები გამოვლინდნენ (ფოტო)

ნომინაციაში “იუმორისტული ფოტო” 11 წლის ლოლიტა ხაჭაპურიძემ გაიმარჯვა.

ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკის მეცამეტე საქალაქო ბიბლიოთეკის ინიციატივით გამოცხადებული კონკურსი „წიგნი ობიექტივიდან“ დასრულდა. გამარჯვებულები დღეს გამოვლინდნენ, რომელთაც პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

კონკურსის მიზანი წიგნის პოპულარიზაცია და საზოგადეობის ცნობიერების ამაღლებაა. როგორც ბიბლიოთეკაში აცხადებენ, კონკურსში მონაწილეობა ბევრმა მიიღო, თუმცა თემატური ფოტოების სიმცირე იყო. არ გამოვლენილა გამარჯვებული ნომინაციაში „ფოტო ილუსტრაცია რეზო ჭეიშვილის ნაწარმოების მიხედვით“.

ჟიურის გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი ოთო ბუნტურის ფოტომ დაიკავა, ის ამავდროულად, ნომინაციის „ემოციური მკითხველი“ გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილზე სერგეი ტრუხინი გავიდა, მესამე ადგილის მფლობელი კი ნატალია სულაბერიძის ფოტო გახდა. ნომინაციაში “იუმორისტული ფოტო” 11 წლის ლოლიტა ხაჭაპურიძემ გაიმარჯვა. ამავე ასაკის გიგა ციბაძემ გაიმარჯვა ნომინაციაში „ფოტორეპორტაჟი“.

დაჯილდოებას სულხან-საბასა და ბაკისუბნის ოლქის დეპუტატი ლაშა გვენეტაძე ესწრებოდა. ბიბლიოთეკა მხარდამჭერებს თანადგომისათვის მადლობას უცხადებს.

თეგები: ბიბლიოთეკადაჯილდოებაქუთაისი