ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ვულფი”- ქართული საბრძოლო მანქანა (ფოტო)

26 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 16

“ვულფი”- ქართული საბრძოლო მანქანა (ფოტო)

ქუთაისში სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.

ქუთაისში სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. გამოფენაზე წარმოდგენილია სხვადასხვა სახის საბრძოლო ტექნიკა. მათ შორის ქართული წარმოების საბრძოლო მანქანა “ვულფი”. “პირველ რიგში, ყველას ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. წარმოდგენილია სხვადასხვა ტექნიკა, როგორც საარტილერიო ისე სატანკო. ასევე ქვეითთა საბრძოლო შეიარაღება და აღჭურვილობა. გამოფენა დღის ბოლომდე გაგრძელდება,”- განაცხადა კაპიტანმა გენადი ჯიბლაძემ. დღეს ქუთაისს პრეზიდენტი მარგველაშვილი ეწვევა და დღესასწაულს მესამე ქვეითთა ბრიგადასთან ერთად აღნიშნავს.

თეგები: ვულფისაბრძოლო მანქანაქუთაისი