ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

მერიამ „ტორპედოს“ დაფინანსება გაუზარდა

27 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 18

მერიამ „ტორპედოს“  დაფინანსება გაუზარდა

გუნდის დაფინანსება უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

საკრებულოს სხდომაზე კამათი საფეხბურთო გუნდ “ტორპედო”-სთვის დამატებითი თანხის გამოყოფას მოჰყვა.

„მედიკამეტების პროგრამაზე თანხის დამატებაზე უარი თქვით, შესაბამისი თანხა არ იყო. გირჩევნიათ კლუბი დააფინანსოთ;- განაცხადა ამირან ძოწენიძემ.

დეპუტატს შოთა მურღულიამ უპასუხა: “ტორპედოს“ დაფინანსებაზე უარს ვერ ვიტყვით. მოძებნეთ ისეთი ინვესტორი ვინც დააფინასებს და არ იქნება პრობლემა. ჩვენ გავზარდეთ ვაუჩერების დაფინასება და მეტი რა გავაკეთოთ”- უპასუხა მერმა.

ტორპედოს ბიუჯეტს დაახლებით 300 000 ლარი დაემატება.

შეგახსენებთ, რომ „ვისოლის“ წასვლის შემდეგ, გუნდზე პასუხისმგებლობა ადგილობრივმა თვითმმართველობამ აიღო.

თეგები: მერიატორპედოქუთაისი