ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოსაგზაო მოძრაობა შეიზღუდება

29 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 21

ქუთაისის ცენტრალურ ქუჩებზე ავტოსაგზაო მოძრაობა შეიზღუდება

ქალაქში პოლიციის დღის აღსანიშნავად ემზადებიან.

ქუთაისში პოლიციის დღის აღსანიშნავად ემზადებიან. მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პოლიციის დღესთან დაკავშირებით 29-30 მაისს 08:00 საათიდან ქუთაისის ცენტრალური მოედანი დაიკეტება. ავტომანქანების მოძრაობა შენარჩუნდება შ.რუსთაველის გამზირზე, ა.წერეთლის, თამარ-მეფის, ი.გოგებაშვილის, მარი ბროსეს და ზ.ფალიაშვილის ქუჩებზე. 31 მაისს 08:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება: გ.ტაბიძის, შ.რუსთაველის, მარი-ბროსეს, ზ.ფალიაშვილის და თბილისის ქუჩებზე. 31 მაისს ავტომანქანებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება: საფიჩხიის მიმართულებით – ვაჟა-ფშაველას, დავითი და კონსტანტინეს, ვარლამიშვილის ქუჩების გავლით. ხოლო საფიჩხიიდან ავტომანქანები იმოძრავებენ თამარ მეფისა და პუშკინის ქუჩების გავლით წერეთლის ქუჩის მიმართულებით.

ავტომანქანების მოძრაობა ნებადართულია ტელმანის მოედნიდან ზ.ფალიაშვილის ქუჩის მიმართულებით. მოძრაობა 31 მაისს ღონისძიების დასრულებისთანავე აღდგება.

თეგები: პოლიციის დღექუთაისიშეზღუდვები