ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სად და როგორ გაერთობიან ბავშვები 1 ივნისს?

29 მაისი, 2015 • ანა ჯიქია • 23

სად და როგორ გაერთობიან ბავშვები 1 ივნისს?

ქუთაისში ბავშვთა გართობისათვის თანხას ადგილობრივი მთავრობა გაიღებს.

1 ივნისს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისში სხვადასხვა ღონისძიებია დაგეგმილი. ქუთაისის მერია ღონისძიებების ჩამონათვალს აქვეყნებს. მთელი დღის მანძილზე ბესარიონ გაბაშვილის სახელობის პარკში ბავშვებისთვის ატრაქციონები უფასო იქნება. “ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკში ბავშვებისათვის უფასო კონცერტი გაიმართება, რომელიც 17 საათზე დაიწყება. 18:30 საათზე ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ მიიღებს”,- ნათქვამია მერიის პრესსამსახურსი განცხადებაში. საქველმოქმედო კონცერტი ქუთაისში კლასიკური მუსიკის დაცვის, განვითარებისა და პოპულარიზაციის ცენტრის ინიციატივით გაიმართება და მასზე დასწრება თავისუფალია. ბავშვების გართობისათვის თანხას ადგილობრივი მთავრობა გაიღებს.

თეგები: ბავშვებიბავშვთა დღექუთაისი