ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

არტთერაპიის ოთახი შშმ ბავშვებისთვის

29 მაისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 25

არტთერაპიის ოთახი შშმ ბავშვებისთვის

ოთახში ცნობილი ადამიანების მონაწილეობით ზღაპრის კითხვის საღამოები მოეწყობა.

ქუთაისის შშმ ბავშვთა დღის ცენტრში არტთერაპიის ოთახი მოეწყო, რომელიც ახალგაზრდა მხატვარმა გიორგი გამთენაძემ მეგობრებთან: გიორგი ყვავაძესა და ასლან მუშკუდიანთან ერთად მოხატა. ოთახის შეღებვისა და მოხატვის პროცესში შშმ ბავშვებიც მონაწილეობდნენ.

,,ჯადოსნურ სამყაროში’’ „ზღაპარ ოთახი“ გაჩნდა, სადაც ბავშვებისათვის სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები გაიმართება. იქნება მულტფილმებისა და ფილმების ჩვენებები, ცნობილი ადამიანების მონაწილეობით მოეწყობა ზღაპრის კითხვის საღამოები.

თეგები: ქუთაისიშშმცენტრი