ქუთაისში, წითელ ხიდთან სასწრაფო დახმარების და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოქალაქემ თვითმკვლელობა სცადა. “ახალგაზრდა ქალი ბავშვთან ერთად ხიდთან იდგა და გადახტომას აპირებდა. იქვე მყოფმა მამაკაცმა გამოიყვანა. შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პატრული. როგორც ვიცი, ახალგაზრდა ქალბატონს სოციალური პრობლემები აქვს”,-განაცხადა თვითმხილველმა ნანული წერეთელმა.
შსს თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტს უარყოფს. სასწრაფო დახმარების ექიმები კომენტარს არ აკეთებენ.
ახალგაზრდა ქალი ბავშვთან ერთად ხიდიდან გადახტომას შეეცადა
2 ივნისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 16
სუიციდის მცდელობა ქუთაისში.
თეგები: სუიცუდი • ქუთაისი • წითელი ხიდი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები