ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სოსო გაბრიჭიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს

3 ივნისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 32

სოსო გაბრიჭიძე  თანამდებობიდან გაათავისუფლეს

ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსს მუშაობა დაუწუნეს.

ქალაქის მერის ბრძანებით, სოსო გაბრიჭიძე ააიპი ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების უფროსის თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

ამის შესახებ ინფორმაცია “ნიუპრესს” სპორტულ დაწესებულებათა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ია ჩარკვიანმა დაუდასტურა. „ვადასტურებ ამ ინფორმაციას, დაწერილია ბრძანება და სოსო გაბრიჭიძე გათავისუფლებულია თანამდებობიდან, თუმცა მიზეზების შესახებ ჩვენთვის ცნობილი არაა“, -განაცხადა ია ჩარკვიანმა.

არადამაკმაყოფილებელ მუშაობას ასახელებენ ქალაქის მერიაში გაბრიჭიძის თანამდებობიდან გათავისუფლების მიზეზად. “ის არ წასულა პირადი განცხადების საფუძველზე, მიმდინარეიბდა დაკვირვება ააიპის საქმიანობაზე და მუშაობა შეფასდა არადამაკმაყოფილებლად”,-განუცხადეს “ნიუპრესს” ქუთაისის მერიაში.

გაბრიჭიძე ამ თანამდებობაზე რამდენიმე თვის წინ დაინიშნა, მანამდე ის ქუთაისის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი ქონების მართვის სამსახურის უფროსი იყო.

თეგები: სოსო გაბრიჭიძესპორტული ააიპიქუთაისის მერია