ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

რეზო ჩხეიძის სახლზე მემორიალური დაფა განთავსდება

5 ივნისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 16

რეზო ჩხეიძის სახლზე მემორიალური დაფა განთავსდება

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში რეზო ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა მოეწყობა.

ქუთაისში, ხახანაშვილის ქუჩაზე, სადაც (1934-1937წწ.) მამასთან, მწერალ დია ჩიანელთან (დავით ჩხეიძე) ერთად ცხოვრობდა ცნობილი ქართველი რეჟისორი რეზო ჩხეიძე, მემორიალური დაფა გაიხსნება. მოგვიანებით კი ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიულ თეატრში რეზო ჩხეიძის წიგნის პრეზენტაცია-გაყიდვა მოეწყობა. წიგნს თან ახლავს ფილმის ,,ჯარისკაცის მამა’ კომპაქტ დისკი (ფერადი ვერსია). წიგნის გაყიდვიდან შემოსული თანხა რეზო ჩხეიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას მოხმარდება. მოეწყობა აგრეთვე რეზო ჩხეიძის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო გამოფენა და ფილმის პრეზენტაცია.

თეგები: რეზო ჩხეიძესახლ-მუზეუმიქუთაისი