ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წერეთლის უნივერსიტეტში “ვეფხისტყაოსანის” საჯარო კითხვა მოეწყო

5 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 18

წერეთლის უნივერსიტეტში “ვეფხისტყაოსანის” საჯარო კითხვა მოეწყო

ღონისძიება წელს მეშვიდედ გაიმართა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში “ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვა მოეწყო. ღონისძიების მიზანი ქართული საგანძურის პოპულარიზაციაა. “ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვაში მონაწილეობა მიიღო ფერეიდნელმა ქართველმა საიდ მულიანმა: “ჩვენ ქართველები ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს ასეთი საგანძური. ფერეიდანში იცნობენ “ვეფხისტყაოსანს”, მაგალითად, ჩემი სახლის კარიბჭეზე მაქვს წარწერა, სტროფი “რომელმან შექმნა სამყარო… “. ეს არის არა მარტო ჩემი, არამედ სხვების სახლებზეც”,- აღნიშნა საიდ მულიანმა. უნივესრსიტეტის ქართული ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელის ავთანდილ ნიკოლეიშვილის თქმით, დაწყებულია მზადება რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად: “3 სამაგიდო წიგნიდან, რომელიც ქართველებს გვაქვს, “ბიბლია”, “ქართლის ცხოვრება” და “ვეფხისტყაოსანი”, დღეს “ვეფხისტყაოსანს” ვკითხულობთ,რაც უკვე ტრადიციულ ხასიათს ატარებს. მომავლი წელი საიუბილეოა. რუსთაველის 850 წლის იუბილე აღინიშნება და ჩვენ აქედანვე ვიწყებთ მზადებას. ჩამოვლენ რუსთველოლოგები, პოეტები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ჩაერთვებიან ღონისძიებებში”,- განაცხადა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა. “ვეფხისტყაოსნის” საჯარო კითხვას წერეთლის უნივერსტიტეტში ტრადიციული ხასიათი აქვს და წელს მეშვიდედ გაიმართა.

თეგები: ვეფხისტყაოსანიქუთაისიწერეთლის უნივერსიტეტი