ქუთაისში საერთაშორისო ორგანიზაცია “ამქორი”–სა და აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ხელშეწყობითა და დაფინანსებით იმერეთის მედიცინის განვითარების ცენტრი IMDC დაარსდა. ცენტრის მთავარი მიზანია დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის, მათ შორის კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეების, დევნილებისა და სოციალურად დაუცველი ფენების დიაგნოსტიკა და ზედამხედველობა ვირუსულ ჰეპატიტებზე. ამ თემებთან დაკავშირებით კონფლიქტურ რეგიონებში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს დღეს ტრენინგი ჩაუტარდა. ტრენინგს ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები, აფხაზეთის რესპუბლიკის მთავრობის წევრები, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ქუთაისის გუბერნატორის მოადგილე დაესწრნენ.
ქუთაისში მედიცინის განვითარების ცენტრი დაარსდა
6 ივნისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 30
რეგიონებში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს ვირუსულ ჰეპატიტზე ტრენინგი ჩაუტარდა.
თეგები: ტრენინგი • ქუთაისი • ჰეპატიტი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები