ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე ქუთაისს უარი ეთქვა

8 ივნისი, 2015 • ანი ლიპარიშვილი • 24

ტექნოლოგიურ უნივერსიტეტზე ქუთაისს უარი ეთქვა

ბიძინა ივანიშვილის თქმით, უჭირს ამ საკითხზე ამერიკული ბრენდების დათანხმება.

ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისში არ დაარსდებაა. ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განმარტებით, ამ საკითხზე მას უჭირს ამერიკული ბრენდების დათანხმება. ამის შესახებ “ნიუპრესს” პარლამენტარმა ომარ ნიშნიანიძემ განუცხადა, რომელიც ყოფილ პრემიერს ქუთაისში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის განთავსებასთან დაკავშირებით შეხვდა. ნიშნიანიძე განმარტავს, რომ ბიძინა ივანიშვილი შეწუხებულია, რადგან ვერ ხერხდება ამ პროექტის ქუთაისში განხორციელება. “სამწუხაროდ, ვერ ხერხდება ქუთაისში ამ პროექტის განხორციელება. ამერიკული მხარე ძალიან ძნელად თანხმდება თბილისზეც კი. თუმცა ბიძინა ივანიშვილი იმედს იტოვებს სხვა ბრენდებთან თანამშრომლობაზე. მისი თქმით, მომავალში ქუთაისშიც გაკეთდება ანალოგიური უნიუნივერსიტეტი. დაგვპირდა, რომ მუშაობა ამ მიმართულებით გაგრძელდება, თუმცა ამ ეტაპზე ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ალბათ, უფრო თბილისში გაკეთდება”,- აღნიშნა ომარ ნიშნიანიძემ. რამდენიმე დღის წინ ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოში ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შექმნით მსოფლიო ბრენდები დაინტერესდნენ.

თეგები: ივანიშვილიტექნოლოგიური უნივერსიტეტიქუთაისი