ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

გელათის ტაძართან ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას აპროტესტებენ

9 ივნისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 20

გელათის ტაძართან ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობას აპროტესტებენ

“შეწყდეს მეფეთა საძვალის ხელყოფა”.

გელათის სამონასტრო კომპლექსთან ვიზიტორთა ცენტრის მშენებლობა დღეს აქციით გააპროტესტეს. ტაძართან შეკრებილმა მრევლმა, კულტურის მინისტრს და ტყიბიულის გამგებელს მშენებლობის შეჩერება მოსთხოვეს. წინააღმდეგ შემთხვევაში რადიკალური ქმედებებით იმუქრებიან.

“შეწყდეს მეფეთა საძვალის ხელყოფა”, “დავიცვათ ერმა და ბერმა ჩვენი სიწმინდე”, – აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.

მათი განცხადებით, წმინდა ადგილებზე მსგავსი ცენტრების მშენებლობა დაუშვებელია, ვინაიდან ტურისტები სიწმინდეებს ნაკლებად უფრთხილდებიან.

თეგები: გელათიკომპლექსიცენტრი