ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბავშვთა სურათების გალერეა 15 წლისაა

10 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 22

ბავშვთა სურათების გალერეა 15 წლისაა

დავით კაკაბაძის სამხატვრო გალერეაში ბავშვების ნამუშევრების გამოფენა მოეწყო.

ბავშვთა სურათების გალერეა 15 წლისაა. იუბილე დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეაში მოეწყო, სადაც სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებმა თავიანთი ნამუშევრები წარმოადგინეს. გალერიის იუბილეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე დაესწრნენ. “მნიშვნელოვანია დღევანდელი დღე. სამწუხაროდ, ბავშვთა გამოფენები ხშირად არ ტარდება. წელიწადში სამჯერ, ოთხჯერ უნდა იმართებოდეს. რაც არის წარმოდგენილი ნამუშევრები, საკმაოდ ლამაზი და კარგია”, – განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ.” “გალერეა თხუთმეტი წლისაა, ამიტომ მოვაწყვეთ შემაჯამებელი გამოფენა. ვფიქრობ, მოეწონა დამთვალიერებელს. ბავშვებისათვის ეს დიდი სტიმულია. ველოდებით ხელშეწყობას ხელისუფლებისაგან”, – განაცხადა დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერიის დირექტორმა გიორგი ლომთაძემ. ბავშვების ნამუშევრების გამოფენას დავით კაკაბაძის სახელობის სამხატვრო გალერეა პერიოდულად აწყობს.

თეგები: ბავშვებიბავშვთა გალერეაქუთაისი