ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში სუიციდის ფაქტი დასტურდება

11 ივნისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 18

ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში სუიციდის ფაქტი დასტურდება

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

გავრცელებულ ინფორმაციას, ქუთაისის რეფერალური (ყოფილი კლინიკური) საავადმყოფოს მეოთხე სართულიდან პაციენტის გადმოხტომის შესახებ, საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსი გიორგი ნიორაძე ადასტურებს. როგორც ნოირაძე განმარტავს, სუიციდის ფაქტი გვიან ღამით დაფიქსირდა, თუმცა მისივე განმარტებით, ინფორმაციის კონფიდენციალურობიდან გამომდინარე, დამატებით დეტალებს ვერ მოგვაწვდის.

საავადმყოფო ადმინისტრაცია მომხდარზე პასუხისმდეგებლობას იცილებს. ნიორაძის განმარტებით, პაციენტმა თვითმკვლელობის გადაწყვეტილება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მიიღო.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

თეგები: კლინიკურისაავადმყოფოქუთაისი