თბილისში მომხდარ ტრაგედიას ქუთაისში სამგლოვიარო აქციით გამოეხმაურენ. დღეს “თეთრ ხიდზე” მოქალაქეები სანთლებით, შავი ბაბთებითა და ყვავილებით მივიდნენ. სტიქიის შედეგად დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მათ ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადეს.
აქცია გუშინ სოციალურ ქსელში დაიგეგმა. აქციის მონაწილეებს განაცხადებით, ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა.
“თეთრ ხიდზე” 100–ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა.
სამგლოვიარო აქცია ქუთაისში
15 ივნისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 46
“თეთრ ხიდზე” მოქალაქეები შეიკრიბნენ.
თეგები: თეთრი ხიდი • ტრაგედია • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები