ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

თვითმმართველობის გამჭვირვალეობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

16 ივნისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 26

თვითმმართველობის გამჭვირვალეობის მიზნით მემორანდუმი გაფორმდა

მემორანდუმის ფარგლებში ქუთაისის თანხმობას აცხადებს, უზრუნველყოს GGI აქტივობებში თვითმმართველობის ყველა დონის ჩართულობა.

საჯარო მომსახურების ხარისხის და ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით ქუთაისსა და USAID–ს შორის 5 წლიან პროექტზე მემორანდმი გაფორმდა.

პროექტის მიზანს სამთავრობო საქმიანობის ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების წახალისებაზე ადგილობრივი მმართველობის ყველა ასპექტში მოქალაქეების ჩართულობა წარმოადგენს.

შერჩულ სამ საპილოტე ქალაქს შორის ერთ–ერთი ქუთაისია. აღნიშნული ამოცანების მიღწევის მიზნით, USAID–მის წარმომადგენლობამ და ქუთაისის მერმა მემორანდუმს ხელი მოაწერეს, რომელიც ძალაში დღეიდან შევიდა.

მემორანდუმის ფარგლებში ქუთაისი თანხმობას აცხადებს, უზრუნველყოს GGI აქტივობებში თვითმმართველობის ყველა დონის ჩართულობა. სამოქმედო გეგმა მოიცავს შემდეგ საქმიანობებს: ურბანული განვითარების გეგმის (SUDP) მომზადებისას ტექნიკური კონსულტაციების და ფინანსური დახმარების გაწევას; ეკონომიკური განვითარების გეგმის მომზადებისას ტექნიკურ კონსულტაციებს და ექსპერტულ დახმარებას, კონსულტაციებს პროგრამული ბიუჯეტის შედგენისას, ასევე სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

თეგები: აშშმემორანდუმიქუთაისი