ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ევროკომისია სახლების ასაშენებლად 3 მილიონს გამოყოფს

17 ივნისი, 2015 • ანა ჯიქია • 24

ევროკომისია სახლების ასაშენებლად 3 მილიონს გამოყოფს

დაზარალებულთათვის ჰუმანიტარული დახმარების გასაწევად კიდევ 400 ათასია გამოყოფილი.

ევროკომისია სტიქიით დაზარალებულთათვის სახლების ასაშენებლად 3 მილიონ ლარს გამოყოფს. კიდევ 400 ათასი ლარი ჰუმანიტარული დახმარებისთვისაა განკუთვნილი. როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მუშაობა გრძელდება დამატებითი რესურსების მოსაზიდად. პროცესში ჩართულია საქართველოში მოქმედი დიპლომატიური კორპუსიც. გახსნილია ანგარიშები ხაზინასა და კომერციულ ბანკებში, ანგარიშების გახსნაც გეგმავენ საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოებიც.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის თქმით, ყველა მეგობარი და პარტნიორი ქვეყანა უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს. როგორ დავით კერესელიძემ განაცხადა, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საელჩოებში გაიხნას სპეციალური ანგარიშები, რომ არ მოხდეს ზედმეტი ფულის და დროის ხარჯვა.

თეგები: დაზარალებულიევროკომისიავერე