ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

40 317 ლარი საყრდენი კედლის მოსაწყობად

20 ივნისი, 2015 • ნესტან ჩაგელიშვილი • 26

40 317 ლარი საყრდენი კედლის მოსაწყობად

სამუშაოები მიწის მოჭრას, გატანასა და საყრდენი კედლის მოწყობას გულისხმობს.

ქუთაისში წერეთლის ქუჩის მე-3 შესახვევში №13 სახლის ეზოს შემაკავებელი საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისთვის მერია 40`317.00 ლარიან ტენდრეს აცხადებს. სამუშაოები მიწის მოჭრას, გატანასა და საყრდენი კედლის მოწყობას გულისხმობს.

მიმწოდებელი“ ვალდებულია სამუშაოების შესრულება განახორციელოს ხელშეკრულების დადებიდან 45 (ორმოცდახუთი) კალენდარული დღის განმავლობაში. ხელშეკრულების დამდებ არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება შეიტანოს ცვლილებები მეორე მხარესთან შეთანხმების გარეშე.

წინადადებების მიღება 8 ივლისს მთავრდება.

თეგები: მერიატენდერიქუთაისი