ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ზესტაფონში შშმ ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

21 ივნისი, 2015 • ნიუპრესი • 27

ზესტაფონში შშმ ბავშვებისათვის სარეაბილიტაციო ცენტრი გაიხსნა

პოლონელების მხარდაჭერით შექმნილ ცენტრს “ორიონი” საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშებისათვის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი განახლებული სარეაბილიტაციო ცენტრი “ორიონი” გაიხსნა. სარეაბილიტაციო ცენტრში პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ დაფინანსებული მასშტაბური პროექტის ფარგლებში თერაპიული კაბინეტები ამოქმედდა.
სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნას პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე კონრად პავლიკი, პოლონეთის ელჩი საქართველოში ანდჟეი ჩიეშკოვსკი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული–გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე და ზესტაფონის ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურის წარმომადგენელის ნატია მატარაძის განცხადებით, სარეაბილიტაციო ცენტრს “ორიონი” საქართველოში ანალოგი არ ჰყავს.
განახლებული ინფრასტრუქტურა ინოვაციური სწავლების მეთოდების დანერგვის საშუალებას იძლევა, რაც მნიშვნელოვნად დააჩქარებს სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვების რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესს.
დაგეგმილია ,,ორიონის” მასწავლებელთა გადამზადება პოლონეთის რესპუბლიკაში.

თეგები: სარეაბილიტაციოშშმ პირებიცენტრი