ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

newpress გამოკითხვა: ქუთაისელი სტუდენტები მარიხუანას ლეგალიზაციაზე

22 თებერვალი, 2014 • თეკლე მორგოშია • 18

newpress გამოკითხვა: ქუთაისელი სტუდენტები მარიხუანას ლეგალიზაციაზე

სტუდენტები თვლიან, რომ ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზება მომხამრებელს უფრო მეტად გაზრდის.

უნდა მოხდეს თუ არა მარიხუანას ლეგალიზაცია? – newpress.ge–ის მიერ ქუთაისში გამოკითხული აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 50 სტუდენტიდან, 45 თვლის, რომ ლეგალიზაცია დაუშვებელია. სტუდენტები თვლიან, რომ ნარკოტიკული საშუალების ლეგალიზება მომხამრებელს უფრო მეტად გაზრდის. თუმცა, გამოკითხულთაგან 5 სტუდენტს განსხვავებული მოსაზრება აქვს. ისინი მიიჩნევენ, რომ მარიხუანს აკრძალვა, მისადმი ლტოლვას უფრო გამოიწვევს. რა არის გამოსავალი სტუდენტების აზრით? ნახეთ გამოკითხვა: მარიხუანას ლეგალიზების საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც თბილისში ერთ–ერთ ბარში მარიხუანას შემცვლელი ნარკოტიკული საშუალებით ე.წ. ბიო არომატიზორით ახალგაზდა ბიჭი გარდაიცვალა. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალების ხელმისაწვდომოვა შეზღუდული არ არის და ის ჩვეულებრივად ბარებში არის. ბიო არომატიზორი ჯერ აბრუებს და შემდეგ მძიმე ფსიქოლოგიურ დაავადებამდე მიჰყავს მომხმარებელი.

თეგები: გამოკითხვავიდეო სიუჟეტიმარიხუანაქუთაისი