ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

როგორ გავიგოთ 5 წუთში გელოდებათ თუ არა მეუღლესთან დაშორება

26 თებერვალი, 2014 • ნიუპრესი • 22

როგორ გავიგოთ 5 წუთში გელოდებათ თუ არა მეუღლესთან დაშორება

ფსიქოლოგი ჯონ გოტმენი ცოლ-ქმრული ბედნიერების საყრდენად მიიჩნევს ახლო მეგობრობას, ორმხრივ პატივისცემას და ერთად ყოფნის სიამოვნებას.

ფსიქოლოგმა ჯონ გოტმენმა შემოგვთავაზა მარტივი ტესტი ქორწინების სიმყარის თაობაზე, წერს ABC. ტესტი გვთავაზობს ჩავუფიქრდეთ ჩვევებს, რომელშიც იმალება ბედნიერი ქორწინების საიდუმლო, ან პირიქით დაშორების წინაპირობა.

გოტმენი ცოლ-ქმრული ბედნიერების საყრდენად მიიჩნევს ახლო მეგობრობას, ორმხრივ პატივისცემას და ერთად ყოფნის სიამოვნებას.

თუ სტატიას ვენდობით, გოტმენი 90 პაციენტზე დაყრდნობით წინასწარმეტყველებს დშორდება თუ არა წყვილი უახლოეს ან არც თუ ახლო მომავალში.

ის გამოყოფს სავარაუდო გაცილების 7 სიმპტომს.

1) კამათი, რომელიც სარკაზმით იწყება.

2) მეუღლის პირადი თავისებურებების კრიტიკის მანერა.

3) სიტყვები და მიმიკა, რომელიც ზიზღს და დაცინვას გამოხატავს.

4) თავის მართლება: წუწუნი, რომ ეს მეუღლეა ქმნის პრობლემებს და მე არაფერ შუაში ვარ.

5) „თავდაცვის კედელი“ – მეუღლეები თავს არიდებენ ურთიერთობას რომ არ განიცადონ ტკივილი.

6) „ემოციური ნაკადი“ – ადამიანი სიტყვიერ თავდასხმებზე ისევე რეაგირებს, როგორც ფიზიკურ მუქარაზე, ქრება ურთიერთობის სურვილი.

7) დროულად შერიგების უუნარობა კამათის დროს, ხოლო კონფლიქტის მემდეგ ურთიერთობის ჩვეულ კალაპოტში დაბრუნების შეუძლებლობა.

მომზადებულია ABC-ის მიხედვით

თეგები: მეუღლესთან დაშორებასაზოგადოებატესტიფსიქოლოგი