ქუთაისში მცხოვრებლების განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილსა და ყოფილი პრემიერს, ბიძინა ივანიშვილს ურთიერთობა გაუფუჭდათ. newpress.ge–ის მიერ ქუთაისში გამოკითხული 50 ადამიანიდან, 40 თვლის რომ მარგველაშვილმა ვერ გაამართლა ივანიშვლის იმედები. 10 ადამიანი ამბობს, რომ ივანიშვილმა მის მიერ დანიშნული პრეზიდენტი არ უნდა გააკრიტიკოს. “ოჯახდებიან, მაგრამ მერე გაიყრებიან. იგივეა ივანიშვილსა და მარგველაშვილის ურთიერთობა”, – ასეთია ქუთაისელების შეფასებები. ყოფილმა პრემიერმა და ამ დროისთვის არასამთავრობო ორგანიზაცია “მოქალაქის” დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა 18 მარტს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში, საქართველოს პრეზიდენტი გააკრიტიკა და განმარტა, რომ მას იმედები გაუცრუვდა.
newpress გამოკითხვა: ივანიშვილისა და მარგველაშვილის ურთიერთობა გაყრილი ცოლ–ქმარივითაა
19 მარტი, 2014 • თეკლე მორგოშია • 19
ქუთაისში გამოკითხული 50 ადამიანიდან, 40 თვლის რომ მარგველაშვილმა ვერ გაამართლა ივანიშვლის იმედები.
თეგები: გამოკითხვა • ვიდეო სიუჟეტი • ივანიშვილის და მარგველაშვილის ურთიერთობაზე • ქუთაისი
ასევე წაიკითხეთ
სარეკლამო ბანერი • 300×250
სხვა ამბები