ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

newpress გამოკითხვა: პოლიტიკური გავლენა იგრძნობა – ქუთაისელების შეფასებები ქართულ მედიაზე

21 მარტი, 2014 • თეკლე მორგოშია • 19

newpress გამოკითხვა: პოლიტიკური გავლენა იგრძნობა – ქუთაისელების შეფასებები ქართულ მედიაზე

ქუთაისში გამოკითხული 70 ადამიანიდან, 20 მედიას უნდობლობას უცხადებს.

21 მარტს ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება. ქართული ჟურნალისტიკის დღე საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციამ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 1993 წელს ერთობლივად დააწესეს. ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით newpress.ge-მ ქუჩის გამოკითხვა ჩაატარა. ენდობიან თუ არა ქართულ მედიას და რამდენად დაბალანსებულ ინფორმაციებს გადმოსცემენ ისინი – აღნიშნულის შესახებ, newpress.ge–ის მიერ, ქუთაისში გამოკითხული 70 ადამიანის მოსაზრება განსხვავეულია. გამოკითხულიდან 40 ადამიანი ამბობს, რომ ენდობა ქართული მედიას, 20 ადამიანი უნდობლობას უცხადებს, ხოლო 10 თვლის, რომ მედიაოგანიზაციებში პოლიტიკური გავლენა შეინიშნება. თუმცა, მათივე თქმით, ახალი მთავრობის მოსვლის შემდეგ ჟურნალისტები უფრო “გახსნილები არიან”. “ძველი მთავრობის სურვილითაც შუქდებოდა და ახლაც ასე არის”, – ასეთია ქუთაისელების შეფასება.

თეგები: ვიდეო სიუჟეტიმაოკითხვაქართული მედიაქუთაისი