პარასკევი, 7 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

newpress გამოკითხვა: ქუთაისელთა შეფასებები სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებაზე

23 მარტი, 2014 • თეკლე მორგოშია • 15

newpress გამოკითხვა: ქუთაისელთა შეფასებები სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებაზე

ქუთაისელები თვლიან, რომ სააკაშვილმა მის მიერ ჩადენილ საქმეზე,სულ მცირე მორალური პასუხისმგელობა უნდა აიღოს.

newpress.ge–ის მიერ, ქუთაისში გამოკითხული 60 ადამიანიდან, 50 თვლის, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში უნდა გამოცხადდეს. 7 ადამიანის აზრით სააკაშვილი სხვებთან შედარებით ნორმალურია.
გამოკითხული მოქალაქეებიდან 3 ადამიანი ამბობს, რომ სააკაშვილის პროკურატურაში დაბარება თვითმმართველობის არჩევნებამდე არ უნდა მომხდარიყო.
“დამნაშავეა სააკაშვილი? არ იცით ახლა მაგი თქვენ?” – ამბობს ქუთაისში მცხოვრები.
“დასაბარებელი კი არა, მიასხით ბენზინი და დაწვით”,– ასეთია ქუთაისელების შეფასებები სააკაშვილის პროკურატურაში დაბარებაზე.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პროკურატურაში მიმდინარე წლის 27 მარტს არის დაბარებული. ის მოწმის სახით 10 გახმაურებულ საქმეზე უნდა დაკითხონ. მათ შორისაა ზურაბ ჟვანიასა და სანდრო გირგვლიანის საქმე.

თეგები: გამოკითხვავიდეო სიუჟეტისააკაშვილის პროკურატურაში დაბარებაქუთაისი