ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

ბრიტანელებს სიმაღლის, ძაღლების და ჯამბაზების ეშინიათ – რისი გეშინიათ თქვენ?

30 მარტი, 2014 • ნიუპრესი • 23

ბრიტანელებს სიმაღლის, ძაღლების და ჯამბაზების ეშინიათ – რისი გეშინიათ თქვენ?

კვლევითმა კომპანიამ YouGov 2 ათასი ადამიანი გამოკითხა.

ახალმა გამოკვლევებმა აჩვენეს ბრიტანელების ძირითადი შიშები – დაწყებილი სიმაღლის შიშიდან, წყლის და ძაღლების შიშით დასრულებული, წერს გამოცემა Independent.

კვლევითმა კომპანიამ YouGov გამოკითხა 2 ათასი ადამიანი. იმის გამოსარკვევად ყველაზე გავრცელებულ 30 ფობიათა შორის მათ რომელი აწუხებდათ.

კვლევამ აჩვენა, რომ ბრიტანელებს ყველაზე მეტად მაინც სიმაღლის ეშინიათ აკროფობია ბრიტანელთა 58% აწუხებს. შემდეგ მოდის ძაღლების შიში: ბრიტანელების 14 პროცენტს სწორედ ამ, ადამიანის საუკეთესო მეგობარი ოთხფეხის ეშინია. შემდეგ მოდის ჰემოფობია – სისხლის შიში, შედეგ ნიკტოფობია – სიბნელის შიში. კოულტოფობია – ჯამბაზების შიში, აგორაფობია – ბრბოს შიში, აეროფობია – ფრენის შიში, ტრიპანოფობია ნემსების და ჩხვლეტის შიში, მუზობოფია თაგვების შიში და გლასოფობია – საჯაროდ გამოსვლის შიში.

წყარო:Independent

თეგები: ბრიტანეთიპოლიტიკაფობიაშიში