ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

სკოლის სიახლოვეს სწრაფი კვების ობიექტები გაუქმდება

3 მაისი, 2014 • ნიუპრესი • 18

სკოლის სიახლოვეს სწრაფი კვების ობიექტები გაუქმდება

სახელმწიფო ჯანდაცვის ორგანიზაცია სკოლებთან ახლოს მდებარე სწრაფი კვების ობიექტების გახსნას კრძალავს.

მსოფლიოში ჭარბი წონა სკოლის მოსწავლეებში გახშირდა, თუმცა ბრიტანეთში ამ პრობლემასთან შეგუებას არ აპირებენ. ინგლისის სახელმწიფო ჯანდაცვის ორგანიზაციამ სპეციალური პროექტი შეიმუშავა, რომელიც სკოლებთან ახლოს მდებარე სწრაფი კვების ობიექტების გაუქმებას გულისხმობს.

ისინი საბჭოს მოუწოდებენ, რომ სკოლიდან 5 წუთის სავალზე არავის მიეცეს უფლება, პიცერიები და ჰამბურგერების ბარები გახსნას.

როგორც ორგანიზაციაში ამბობენ, მოსწავლეები ნახევარ დღეს სკოლაში ატარებენ და ლანჩის დროს დიდი შესვენება აქვთ, რაც იმას გულისხმობს, რომ შენობის დატოვება და ახლომდებარე ობიექტებში არაჯანსაღი პროდუქტებით ყოველდღე დანაყრება შეუძლიათ.

წყარო: ambebi.ge

თეგები: მოზარდებისაზოგადოებასკოლასწრაფი კვება