ხუთშაბათი, 27 აგვისტო, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

“ოცნების” საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა ქუთაისში

12 მაისი, 2014 • თეკლე მორგოშია ზვიად კიკვიძე • 19

“ოცნების” საკრებულოს მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა ქუთაისში

ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი-პედაგოგი მურმან გუბელაძე. ავტომშენებლის მაჟორიტარი კანდიდატი – ეკონომისტი ბექა ყანჩელი.

“ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა შოთა მურღულიამ დღეს, საკრებულოს კიდევ ორი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა. ავტოქარხნის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი , პროფესიით პედაგოგი მურმან გუბელაძეა. ავტომშენებლის მაჟორიტარი კანდიდატი კი, ეკონომისტი ბექა ყანჩელი. „ეს ადამიანები უპირველეს ყოვლისა კარგი ოჯახის შვილები არიან. კარგ ოჯახისშვილობას ყოველთვის გავუსვამ ხაზს. მე ვამაყობ ჩემით ოჯახით და ეს ადამიანებიც საამაყოები არიან ამ მხრივ. გარდა ამისა, ჩვენს მიერ წარდგენილი კანდიდატები პროფესიონალები არიან თავიანთ საქმეში”, -ასე დაახასიათა შოთა მურღულიამ კანდიდატები ამომრჩევლებთან მათი წარდგენისას. (R)

თეგები: დეპუტატებივიდეო სიუჟეტიქუთაისიშოთა მურღულია