სამშაბათი, 21 ივლისი, 2026 • ქუთაისი რეკლამის ფასები
NewPress

ამბები ქუთაისიდან და რეგიონიდან

×

სიახლეები

წერეთლის უნივერსიტეტის პრორექტორი უკმაყოფილო სტუდენტებს შეხვდა

16 ნოემბერი, 2015 • მარუსა ხურციძე • 1

წერეთლის უნივერსიტეტის პრორექტორი უკმაყოფილო სტუდენტებს შეხვდა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი შალვა კირთაძე სტუდენტებს შეხვდა და ფაკულტეტზე არსებული პრობლემები განიხილეს.

სტუდენტებმა ისაუბრეს სწავლების სისტემაზე, მათ შორის სასწავლო პრაქტიკის არქონასა და არასაჭირო საგნების სწავლებაზე, სტუდენტებისადმი ლექტორების უცენზურო მიმართვებსა და პერსონალის უხეშ დამოკიდებულებაზე. პრორექტორმა ყურადღება გაამახვილა ლექტორებისა და სტუდენტების უფლება-მოვალეობებზე.

კირთაძე სტუდენტებს ჩამოთვლილი პრობლემების ნაწილის მოგვარებას დაპირდა და უახლოეს მომავალში საკითხების დაწვრილებით განსახილველად მათ განმეორებით შეხვედრას დაპირდა. მომავალში განხილვაში ლექტორ-მასწავლებლები და დეკანები ჩაერთვებიან.

„ყველა მათგანის უფლება იქნება დაცული“,-განაცხადა შალვა კირთაძემ.

შეხვედრაზე წამოჭრილი პრობლემების შესახებ რამდენიმე დღით ადრე სტუდენტებმა “ნიუპრესთან” ისაუბრეს.

თეგები: აკაკი წერეთლის უნივერსიტეტიაწსუსტუდენტები