აბაშის კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის ნომინაციაში ქუთაისელმა სესილი მჟავანაძემ გაიმარჯვა
აბაშის მუნიციპალიტეტში გამართულ პირველ საერთაშორისო საბავშვო-საყმაწვილო კინოფესტივალზე საუკეთესო სცენარის ნომინაციაში ქუთაისელმა სესილი მჟავანაძემ გაიმარჯვა.
ფესტივალზე 36 ქვეყნის 180 მოკლემეტრაჟიანი ფილმი აჩვენეს. კინოფესტივალის საკონკურსო ფილმებს საერთაშორისო ჟიური აფასებდა, რომლის თავმჯდომარე, კინორეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოვაშვილი იყო. ჟიურის შემადგენლობაში შემადგენლობაში იყვნენ კინორეჟისორი და კინოდრამატურგი იური დაჩევი (ბულგარეთი) და კინოკრიტიკოსი ანა საევიჩი (პოლონეთი).
გამარჯვებული 7 ნომიაციაში გამოვლინდა:
- საუკეთესო იდეა - ფილმი „მეშვიდე კლასი“ (იორდანია);
- საუკეთესო ოპერატორი - მატას პეტრინისი ფილმისათვის „34“ (ლიტვა);
- საუკეთესო მსახიობი გოგო - ლული სტიგი ფილმი „ნახვამდის მამა“ (ნიდერლანდი);
- საუკეთესო მსახიობი ბიჭი - ირაკლი გუგუშვილი ფილმი „თამაში დამთავრდა“ (საქართველო);
- საუკეთესო რეჟისორი - ლაიმ პრენ ტერი მორისი ფილმი „გონ-ზო“ (ირლანდია);
- საუკეთესო სცენარისათვის - სესილი მჟავანაძე ფილმი ,,პორტრეტები”( საქართველო) ;
- გრანპრი - პატარა იერუსალიმი (ლიტვა);
გამარჯვებულებს "ოქროს ბატიბუტი" გადაეცათ.
აბაშის კინოფესტივალის ორგანიზატორი იყო ასოციაცია „სინერამა“, მხარდამჭერები კი აბაშის მუნიციპალიტეტი, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი და კომპანია „ააპლასტი“.
ქუთაისური კინოსურათი ,, პორტრეტები" ხორვატიის კინოფესტივალზე გამოგზავნილი 1013 ფილმიდან შერჩეულ 71 ფილმს შორის აღმოჩნდა.
ავტორი: ნიუპრესი