"ადამიანებს უნდა დავეხმაროთ კომუნალური გადასახადების გადახდაში" -გიგა შუშანია
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გიგა შუშანია მოსახლეობის მხარდაჭერის მიზნით სოციალური პაკეტის - კომუნალური ვაუჩერის შექმნის საჭიროებაზე საუბრობს.
გიგა შუშანიას განცხადებით, ახლა ყველას ერთად დგომა მართებს და მათი განცხადებები ვინმემ ხელისუფლების ჯიბრში ჩადგომად არ უნდა გაიგოს.
"მნიშვნელოვანია სოციალური სოლიდარობის გამოცხადება, პირველ რიგში, ამ ადამიანებს უნდა დავეხმაროთ კომუნალური გადასახადების გადახდაში, რაც შეუმსუბუქებთ მდგომარეობას, რადგან ის ადამიანები, რომლებმაც შემოსავლის წყარო დასკარგეს, ძალიან მძიმე დღეში აღმოჩნდებიან. ბევრი ვიცი, რომლებსაც დენის, გაზის გადასახადების გადაუხდელობის გამო ჩაწრით ემუქრებიან", - განაცხადა გიგა შუშანიამ.
ავტორი: ირინა მაკარიძე