აიღეთ სესხი MBC-ში თქვენზე მორგებული პირობებით
თანამედროვე მსოფლიოში, სხვადასხვა საჭიროების დასაკმაყოფილებლად, სესხის აღება აპრობირებული მეთოდია. იმისთვის, რომ თქვენი ჩანაფიქრის განხორციელება წლების ნატვრად არ იქცეს და მოქმედება დღესვე დაიწყოთ, პირველ რიგში, გამოცდილი და სანდო საფინანსო კომპანია უნდა იპოვოთ, რომელიც საჭირო კაპიტალს თქვენზე მორგებული პირობებით გასცემს.
MBC-ის სესხები საქართველოს ფინანსურ ბაზარზე ერთ-ერთი მოთხოვნადი პროდუქტია, რადგან კომპანია მომხმარებელთა მოთხოვნებს მუდამ ითვალისწინებს და თითოეულ შეთავაზებას თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებს არგებს. ემბისის პრიორიტეტი გრძელვადიანი ურთიერთობებია, რის ჩამოყალიბებაზეც კომპანია აქტიურად ზრუნავს.
ავტო სესხი
ავტომობილი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტია, რადგან ის ადამიანისთვის კომფორტთან, სიამოვნებასთან და ხანდახან ფუფუნებასთანაც კი ასოცირდება. ამასთან, ავტომობილი პიროვნების იმიჯის ნაწილიც ხდება, ამიტომ ადამიანები ამ საკითხს დიდ დროსა და რესურსს უთმობენ.
სასურველი მოდელის შესაძენად თუ ფულის დაგროვებას არ გეგმავთ MBC-ის ავტო სესხის აღება ყველაზე ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. თუ უკვე ხართ 20 წლის, მინიმალური დოკუმენტაციით (პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ან პასპორტი და რეგისტრაციის მოწმობა) სესხის აღებას ონლაინ განაცხადით შეძლებთ. ემბისის დანერგილი აქვს სესხის დისტანციურად აღების სერვისი, რომლის მეშვეობითაც ავტომობილის შეფასება სახლიდან გაუსვლელადაა შესაძლებელი. ფილიალში ვიზიტი კი მხოლოდ წინასწარ დამტკიცებული თანხის მიღების მიზნით მოგიწევთ. რაც მთავარია, ავტო სესხის გაცემისას კომპანია შემოსავლების დადასტურებას არ ითხოვს, თქვენს შემოსავლებზე მორგებული გადახდის კლებადი გრაფიკით კი კრედიტის დაფარვა მძიმე ტვირთად არ გექცევათ.
ბიზნეს სესხი
MBC ორი ტიპის ბიზნეს სესხს გასცემს: 2000-დან 100 000 ლარამდე (ქონების უზრუნველყოფით), 500-დან 10000 ლარამდე სესხი (უზრუნველყოფის გარეშე). ონლაინ პლატფორმაზე ირჩევთ სესხის სასურველ ტიპს, ვადას, ეცნობით პირობებს - განაცხადის გაკეთებიდან რამოდენიმე წუთში კი კომპანიის წარმომადგენელი გიკავშირდებათ და უახლოეს ფილიალში გიბარებთ შემდგომი პროცედურებისთვის. საჭიროების შემთხვევაში კომპანიის წარმომადგენლები რეკომენდაციებსაც გაგიწევენ, რათა საქმიანობის დასაწყებად, ან გასაფართოვებლად აღებული კაპიტალი სარფიანად დააბანდოთ.
იპოთეკური სესხი
ყველაზე მოთხოვნად სესხის ტიპებს შორის სამართლიანად იკავებს ადგილს იპოთეკური სესხი. MBC-ში გრძელვადიან კრედიტს მომხმარებლები უძრავი ქონების შესაძენად, ასაშენებლად, რემონტისთვის, მიმდინარე ვალდებულებების გადასაფარად ან სხვა საჭიროებებისთვის იღებენ. 100 000 ლარამდე იპოთეკურ სესხს კომპანია ქონების უზრუნველყოფით გასცემს. MBC-ში თითოეული პროდუქტი მომხმარებლის ინდივიდუალურ შემოსავლებზეა მორგებული. სწორედ ამის მიხედვით დგება გადახდის გრაფიკი და საშეღავათო პერიოდი, რათა სესხის მიმღებისთვის ფინანსური ვალდებულება მძიმე ტვირთად არ გადაიქცეს.
MBC მოწინავე პოზიციებს არ თმობს, რაც წლების გამოცდილებითა და მომხმარებლებზე ორიენტირებული სტრატეგიით მიიღწევა. რაც მთავარია, კომპანიამ სანდო და მყარი რეპუტაციის მოპოვება შეძლო, რაც საფინანსო ორგანიზაცების წარმატების ამოსავალი ფაქტორია.
ავტორი: ნიუპრესი