|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აკაკი ბობოხიძე ხონის მერობის კანდიდატად დასახელდება

აკაკი ბობოხიძე ხონის მერობისთვის იბრძოლებს. საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი გამარჯვებას "ევროპული საქართველოს" სახელით შეეცდება. მისი წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება.

ბობოხიძე წინა ხელისუფლების დროს იმერეთის გუბერნატორი, ასევე ქუთაისის მაჟორიტარი იყო. 

"ევროპულმა საქართველომ" მერობის კანდიდატები იმერეთის რამდენიმე მუნიციპალიტეტში უკვე წარადგინა. გამარჯვებისთვის საჩხერეში კობა მოდებაძე,  წყალტუბოში სევერიან გორდულაძე, ვანში კი გია ოჩხიკიძე  იბრძოლებენ.

ქუთაისში მერობის კანდიდატად დავით გოგისვანიძე დასახელდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.48%
გაუარესდა - 52.42%
არ შეცვლილა - 12.1%
სულ - 124 ხმა