ამ არჩევნებს ჩვენ დადებითად ნამდვილად არ ვაფასებთ - ეკა გიგაური
ამ არჩევნებს ჩვენ დადებითად ნამდვილად არ ვაფასებთ - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური აცხადებს.
მისი თქმით, დარღვევებს წინასაარჩევნო პერიოდსა და კენჭისყრის დღეს მასობრივი ხასიათი ქონდა.
"ჩვენ ვაკვირდებით წინასაარჩევნო პერიოდს, ვუყურებთ როგორ ჩატარდა თვითონ კენჭისყრის პროიცესი და ასევე როგორ დაითვალა ხმები. ამის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ რა თქმა, უნდა ეს დარღვევები გავლენას მოახდენდა არჩევნების შედეგებზე, მითუმეტეს, როდესაც საუბარია კანდიდატებს შორის ასეთ მცირე სხვაობებზე. ამიტომ იყო მნიშვნელობანი, რომ ხელისუფლებას მიეღო კონკრეტული გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანაში ჩატარდება მაღალი ხარისხის, ან ნორმალური ხარისხის დემოკრატიული არჩევნები.
ჩვენ დღეს ვლაპარაკობთ ამომრჩევლის მოსყიდვაზე, მასზე ზეწოლაზე, ამომმრჩევლის ნების თავისუფლეად გამოხატვის შეზღუდვაზე, ვსაუბრობთ ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებაზე. ამას ქონდა მასობრივი ხასიათი, ეს ხდებოდა ყველგან, ზუსტად ამიტომ ამ არჩევნებს ჩვენ დადებითად ნამდვილად არ ვაფასებთ", - განაცხადა ეკა გიგაურმა.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" დღეს გამოაქვეყნა თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაკვირვების შედეგები, სადაც აღნიშნულია, არსებობს საფუძველი, რომ საზოგადოებაში საფუძვლიანი კითხვები არსებობდეს არჩევნების სამართლიანობასთან დაკავშირებით.
ავტორი: ნიუპრესი