|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ბულბულის ნისკარტი"–პაოლო და ტიციანი თეატრის სცენაზე

მესხიშვილის თეატრში პრემიერა გაიმართა. გიორგი სიხარულიძის რეჟისორობით შექმნილმა სპექტაკლმა მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლით თეატრი "ცისფერყანწელთა" საიუბილეო წელს ეხმიანება. "ბულბულის ნისკარტი", სწორედ "ცისფერყანწელთა" ცხოვრებასა და შემოქმედებას ასახავდა.

სათაურად კი, პაოლო იაშვილის ცნობილი ლექსის რეფრენია აღებული.

პაოლოს როლი გიორგი ბენიძემ შეასრულა, ხოლო ტიციანს  სცენაზე გიგა მიქაძე ანსახიერებდა.

სცენარის ავტორია გვანცა ჯავახაძე. როგორც ის აცხადებდა, ეს არ არის არც ლიტერატურული თეატრი და არც ლიტერატუტული კომპოზიცია. ამით სურდათ ორი ადამიანის ბედი გადმოეცათ.

სპექტაკლის მუსიკალურ გამოფორმებაზე გიორგი სიხარულიძემ იზრუნა, ხოლო მხატვრობა თეო კუხიანიძეს ეკუთვნის. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა