ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ იწის მიმდებარედ გზის ნაწილი ჩაინგრა
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ იწის მიმდებარედ გზის ნაწილი ჩაინგრა. შემთხვევა, სავარაუდოდ, წუხელ მოხდა. ფაქტის ამსახველი ფოტოები სოციალურ ქსელში გავრცრლდა.
ამბროლაურის მერის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ამ დროისთვის გზაზე მიმდინარეობს შესწავლა, ადგილზე ელოდებიან გეოლოგებს და მოხდება, როგორც გამომწვევი მიზეზი დადგენა, ასევე დაიწყება აღდგენითი სამუშაოები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტში ამბობენ, რომ გზის ჩამოშლა, სავარაუდოდ, წყლის მიერ ნიადაგის გამორეცხვამ გამოიწვია.
მუშაობენ უკვე სპეციალისტები და გაირკვევა, დაჭირდებათ ახალი პროექტი თუ დაექვემდებარება აღდგენას.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 57.14%
არა - 42.86%
არ ვიცი - 0%
სულ - 7 ხმა