ამირან გამყრელიძე ქუთაისში სამედიცინო დაწესებულებს მოინახულებს
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე ქუთაისში იმყოფება.
ის ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად ქუთაისში მდებარე კლინიკებს მოინახულებს და სამედიცინო პერსონალს შეხვდება.
შეხვედრები დაგეგმილია ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრში, შპს ო. ჩხობაძის სახელობის ინვალიდთა და ხანდაზმულთა სამკურნალო სარეაბილიტაციო კლინიკური ცენტრში, შპს. "თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრში."
ამირან გამყრელიძე ასევე შეხვდება არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, შეხვედრა გაიმართება იმერეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, მერებთან, საზ.ჯანდაცვის მუნიციპალურ წარმომადგენლებთან, სტაციონარებისა და პოლიკლინიკების ხელმძღვანელებთან.
დღის ბოლოს 17:00 საათზე გაიმართება პრესკონფერენცია მედიის წარმომადგენლებთან.
ავტორი: ნიუპრესი