ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „სინოფარმის“ ვაქცინით საჯაროდ აიცრა. ამირან გამყრელიძემ ვაქცინა ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 4 მაისს "სინოფარმით“ ვაქცინაცია იმუნიზაციის პროცესში ჩართულ 30 დაწესებულებაში 33 ამცრელი ბრიგადით დაიწყება, ხოლო 5 მაისიდან მათ რიცხვს კიდევ 44 სამედიცინო დაწესებულება დაემატება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ მოსახლეობის 60% ორჯერადად აიცრება, გარე სივრცეში ნიღბებს მოვიხსნით. მისივე თქმით, უნდა ვეცადოთ, რომ ყოველდღიური აცრის რაოდენობა მაისი-ივნისში გვქონდეს 5000-6000-ის ფარგლებში.
დღეისთვის ქვეყნის მასშტაბით სამივე ვაქცინის (“ასტრაზენეკა”, “ფაიზერი”, “სინოფარმი") ადმინისტრირება მიმდინარეობს 91 დაწესებულებაში 137 ბრიგადით.
შეგახსენებთ, ქვეყანაში "სინოფარმის" 100 000 დოზაა შემოსული.
ავტორი: ნიუპრესი