„ამნისტია პატიმრებს, პატიმარი ადამიანია" - ქუთაისში აქცია გამართეს
„ამნისტია პატიმრებს, პატიმარი ადამიანია", -ამ მოწოდებებით პატიმრების ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა ქუთაისში აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეები, ამნისტიის არსებულ კანონპროექტს აპროტესტებენ და სასჯელის 1/4 შემცირებას მოითხოვენ. მათი თქმით, ამნისტია გაცილებით მეტ მუხლზე უნდა გავრცელდეს და მეტ პატიმარს უნდა შეეხოს.
"კანონპროექტი არსებული სახით, მიუღებელია. ის არ ეხება პატიმრებს, რომელთან ნაკლებ მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი, არ ეხებათ ქალპატიმრებს, ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებს. ვითხოვთ, შევიდეს ცვლილებები და მეტ მუხლზე გავრცელდეს",- აცხადებენ აქციის მონაწილეები.
კანონპროექტის განხილვა პარლამენტში დღეს დაიწყო.
ავტორი: ნიუპრესი