ლილი ნუცუბიძის ლექსებზე შექმნილ სიმღერებს მესხიშვილის თეატრში იმღერებენ
2 ივნისს მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი პოეტ ლილი ნუცუბიძის ლექსებზე შექმნილ სიმღერების საღამოს უმასპინძლებს. ,,ამღერებული ლექსი’’-ასე ქვია კონცერტს, სადაც კომპოზიტორების, რუსუდან სებისკვერაძისა და ნუნუ გაბუნიას საავტორო სიმღერები შესრულდება.
კონცერტში მონაწილეობას ქართული ესტრადის წარმომადგენლები მიიღებენ; მაია ჯაბუა, ეკა მამალაძე, ნუკრი კაპანაძე, გიორგი მეფისაშვილი, ნინუცა ბედიაშვილი, ქალთა ტრიო, ,,თეატრალურის კვარტეტი’’. კონცერტმაისტერები არიან ნინო გულიაშვილი და თამილა ჩიხრაძე.
კონცერტი 18:00 საათზე დაიწყება. ღონისძიების ორგანიზატორია ქუთაისის მერია.
ლილი ნუცუბიძე პოპულარული ქართველი პოეტია, რომელიც ქუთაისში ცხოვრობდა. როგორც ამბობენ, მის ლექსებზე ყველაზე მეტი სიმღერაა შექმნილი.
ავტორი: ნიუპრესი