ანიტა რაჭველიშვილი ქუთაისში იმღერებს
20 მაისს ქუთაისის მერიის მოწვევით და თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის „ქარავან არტ ფორუმი ქუთაისი 2016“ ფარგლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გალა კონცერტი გაიმართება.
ქუთაისელ მსმენელს ეროვნული მუსიკალური ცენტრი და ხელოვანთა კავშირი conceptart მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანოს ანიტა რაჭველიშვილისა და კომპოზიტორისა და დირიჟორის ნიკოლოზ რაჭველის ერთობლივ პროექტს წარმოუდგენს. “Cross Over the World” პრემიერა 2014 წელს ნიუ იორკში გაიმართა.
20 მაისს დაგეგმილი მუსიკალური პროექტი კიდევ უფრო დიდ მასშტაბებს შეიძენს, რადგან საღამოს მონაწილეა ეროვნული სიმფონიური ორკესტრი სრული შემადგენლობით. სოლისტები: აღიარებული ალტისტი გიორგი ცაგარელი და ცნობილი მესაყვირე დავით შამანაური. შესრულდება არიები ლეგენდარული კომპოზიტორების ოპერებიდან, აგრეთვე ყველასათვის საყვარელი კლასიკური ნაწარმოებების ორიგინალური საორკესტრო ვერსიები, რომელთა ავტორიც ნიკოლოზ რაჭველი გახლავთ.
პროექტის მხარდამჭერია - სასტუმრო კომპლექსი „ბაგრატი 1003“
ავტორი: ნიუპრესი