ანსამბლმა ,,შვიდკაცამ“ N16 პენიტენციურ დაწესებულებაში წინასაახალწლო კონცერტი გამართა
წინასაახალწლო ღონისძიების ფარგლებში, ანსამბლი ,,შვიდკაცა“ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N16 პენიტენციურ დაწესებულებას ესტუმრა და მსაჯვრდებულებისთვის წინასაახალწლო კონცერტი გამართა.
ანსამბლის წევრებმა საკუთარი რეპერტუარიდან რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს, მსჯავრდებულებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცეს და საკუთარ ოჯახებში უახლოეს მომავალში დაბრუნება უსურვეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთვის მსჯავრდებულების რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია პრიორიტეტია და ანსამბლ ,,შვიდკაცას“ კონცერტი სწორედ აღნიშნულის ფარგლებში ჩატარდა.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა