|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ანტიკორუფციული მოძრაობა და ოპოზიცია ხარაგაულელ ჩინოვნიკებს კორუფციაში ადანაშაულებენ

ხარაგაულში კორუფციული გარიგებების სქემების შესახებ იმერეთის ანტიკორუფციულმა მოძრაობამ "ნაციონალურ მოძრაობასთან" ერთად საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. 
ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით,  ხარაგაულის მერი, მერის ძმა, რომელიც საკრებულოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელია, ხარაგაულის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობენ. 
"მერის ძმა ზურაბ ლურსმანაშვილი თავისივე კომპანიაში დასაქმებული პეტრე ავალიშვილის საბუთებით ახორციელებს სოფლის პროგრამებით გათვალისწინებულ პროექტებს.   ხარაგაულის სოციალური სამსახურის ხელმძღვანელი კიაზო გამრეკელაშვილი ასევე სხვისი საბუთებით ახორციელებს სოფლის პროექტებს", - აცხადებს ხარაგაულის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის წევრი ქეთევან ზუმბაძე. 
 
ოპოციონერების განცხადებით, პროექტები მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან არის დაფინანსებული, მაგრამ სამუშაოები ან დაწყებული არ არის, ან მიტოვებულია.
 
ხარაგაულის კორუფციულ გარიგებებთან დაკავშირებით იმერეთის ანტიკორუფციული მოძრაობის იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ისინი არსებულ ფაქტებზე რეაგირებისთვის  სამართალდამცველებს მიმართავენ და რეაგირებას მოითხოვენ. 
 
"ჩვენ ასევე შევისწავლეთ რამდენიმე სოფელში წყლის პრობლემა. 10 არტეზიული ჭიდან 8 არ ფუნქციონირებს ათივე ხელშეკრულება გაფორმებულია ერთიდაიგივე ინდმეწარმესთან. ბიუჯეტიდან თითოეულ ჭაზე გადარიცხულია 25 000 ლარი", - განაცხადა ტემურ ცამციშვილმა. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა