ანტისაოკუპაცია აქცია ქუთაისში, ცენტრალურ მოედანმზე საღამოს 7 საათზე გაიმართება
ქვეყნის მთავარი სტუდენტური მოძრაობა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, საღამოს 7 საათზე, გელოდებათ ყველას, ვისთვისაც ღირებულია საქართველოს მშვიდობიანი, უსაფრთხო და თავისუფალი მომავალი, - აცხადებს სტუდენტური მოძრაობა “თავისუფლებისთვის”, რომლის ორგანიზებით დღეს რუსული ოკუპააცის წინააღმდეგ სასპროტესტო აქცია საქართველოს ქალაქებში გაიმართება.
ახალგაზრდების განცხადებით, ბრძოლის გარეშე ეფემერული “მშვიდობა” მხოლოდ პროპაგანდისტულ ტექსტებად დარჩება.
„სოფელ კირბალში რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან განხორციელებულმა ენით აღუწერელმა სისატიკემ დღეს ყველა ქართველის გულში შეაღწია.
დუმილი, რომელსაც ხელისუფლება გვთავაზობს, არ არის გამოსავალი!
რუსული ბოროტების წინააღმდეგ დღეს ყველა ქართველი უნდა გამოვიდეს და ეროვნული ერთიანობის საერთო სახალხო აქტი შედგეს თბილისის პარალელურად სხვა ქალაქებშიც.
ქვეყნის მთავარი სტუდენტური მოძრაობა ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე, საღამოს 7 საათზე, გელოდებათ ყველას, ვისთვისაც ღირებულია საქართველოს მშვიდობიანი, უსაფრთხო და თავისუფალი მომავალი. ვინც ვერ იტევს ემოციას გულში და გრძნობს საჭიროებას, საკუთარი ხმა გააგონოს მთელს მსოფლიოს.
რუსული ბოროტების წინააღმდეგ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ურყევი მხარდაჭერა დღეს სასიცოცხლოდ გვესაჭიროება.
ჩვენი თანამემამულის, თამაზ გინტურის მიმართ ნასროლი ტყვია, არის ქართული სახელმწიფოს და მისი თითოეული მოქალაქის მიმართ გასროლილი ტყვია.
ეფემერული “მშვიდობა” მხოლოდ პროპაგანდისტულ ტექსტებად დარჩება. ქართველი ხალხი ვიმსახურებთ რეალურ მშვიდობას, უსაფრთხოებასა და თავისუფლებას!
დღეს კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ მტრის მიმართ ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ წარმოებული ლოიალური პოლიტიკა არის არა უბრალოდ ღირსებისშემლახავი, არამედ სრულიად უკუშედეგის მატარებელი.
-შეწყდეს კოლაბორაციონიზმი მტერთან!", - წერია ორგანიზატორების მიერ გავრცელებუი;ლ ინფორმაციაში.
-ხმა ავიმაღლოთ რუსული ბოროტების წინააღმდეგ!
-გამოდი უსაფრთხო და თავისუფალი მომავლისთვის!
ჩვენი მხრიდან ერთობის დემონსტრირებას დღეს ყველაზე დიდი ძალა ექნება!", - აცხადებენ ორგანიზატორები.
შეგახსენებთ, გუშინ, 6 ნოემბერს რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს, მასთან ერთად მყოფი ერთი მოქალაქე - ლევან დოთიაშვილი კი გაიტაცეს.
ფოტო-არქივიდან
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა