|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

აქციაზე დაკავებულ არასრულწლოვანთან კონფიდენციალური შეხვედრის საშუალება ადვოკატებს არ მიეცათ - PHR

 "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR) ქუთაისში საპროტესტო აქციაზე დაკავებული ლ.ჯ-ს სასამართლო პროცესზე წერს და აცხადებს, რომ ადვოკატებს მასთან კონფიდენციალური შეხვედრის უფლება არ მიეცათ. აღნიშნული კი არასრულწლოვნის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლების დარღვევაა.

"როგორც მოგეხსენებათ, დღეს არის ქუთაისში დაკავებული არასრულწლოვნის სასამართლო პროცესი. PHR-ის ადვოკატები უკვე ადგილზე იმყოფებიან, მაგრამ მათ 17 წლის ლ.ჯ-სთან ცალკე, კონფიდენციალურად შეხვედრის საშუალება არ მიეცათ, რითაც დაირღვა არასრულწლოვნის მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის უფლება," - წერს PHR-ი. 

ცნობისთვის, 17 წლის არასრულწლოვანი ლ.ჯ პოლიციამ 5 დეკემბერს, ქუთაისში გამართულ აქციაზე დააკავა.

ავტორი: