23 მაისის აქციაზე პარტიულ სიმბოლიკას არ დავუშვებთ - რიონის ხეობის მცველები
23 მაისის აქციაზე სიტყვით ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ გამოვა - განუცხადეს „რიონის ხეობის მცველებმა ნიუპრესს.
როგორც ცნობილია, ლევან ვასაძემ თავის მხარდამჭერებს „რიონის ხეობის მცველების“ აქციის მხარდაჭერისაკენ მოუწოდა. სააგენტოს კითხვაზე, მისცემენ თუ არა ვასაძის წარმომადგენლებს უფლებას მათ აქციას შეუერთდნენ, „რიონის ხეობის მცველები“ აცხადებენ, რომ აქციაზე მოსვლას არავის დაუშლიან, თუმცა პარტიულ სიმბოლიკას არ დაუშვებენ.
„აქციაზე სიტყვით კვლავ ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ გამოვა, ჩვეულებრივ რიგებში დგომაზე ისევ უცვლელი პოზიცია გვაქვს, ყველას შეუძლია ყოფნა პარტიული სიმბოლიკის გარეშე“, - განუცხადეს ხეობის მცველებმა სააგენტოს.
შეგახსენებთ, რიონის ხეობაში გიგანტური ჰესის წინააღმდეგ მიმართული მასშტაბური აქცია თბილისში 23 მაისს გაიმართება. აქციას მხარდაჭერა გამოუცხადა ულტრანაციონალისტური გაერთიანების დამფუძნებელმა ლევან ვასაძემ, მიუხედავად იმისა, რომ „რიონის ხეობის მცველები“ ვასაძის მოძრაობას კატეგორიულად ემიჯნებიან.
ავტორი: ნიუპრესი