„აქტიურად დაიწყო მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება" (R)
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იოსებ მაკრახიძე კომბინატის, ჭალისა და კვერნაქის დასახლებაში მცხოვრებ ამომრჩეველს შეხვდა. მაჟორიტარობის კანდიდატმა ისეთ პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრა, როგორიცაა დასაქმების პროგრამა, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა. ასევე, ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა და გარემოს დაცვა. „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პოლიტიკის ერთ- ერთი მთავარი ორიენტირი მოსახლეობის დასაქმებაა.„ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, აქცენტი წარმოების განვითარებაზე გაკეთდა. მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამების ამოქმედებით, გაიხსნა და გაფართოვდა ასობით საწარმო, რაც დასაქმების მაჩვენებელზე დადებითად აისახა. „ქართული ოცნება“ შემდგომი 4 წლის განმავლობაში განახორციელებს ძირეულ რეფორმებს, რომლებიც უზრუნველყოფს ეკონომიკის სწრაფ განვითარებას და თითოეული ოჯახის კეთილდღეობის ამაღლებას 200 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნით. ეს იქნება უმუშევრობის მკვეთრი შემცირებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი“,-განაცხადა იოსებ მაკრახიძემ. მისივე თქმით, საქართველომ განიცადა მნიშვნელოვანი წინსვლა ბიზნესგარემოს გაუმჯო ბესებისა და მეწარმეობის ხელშეწყობის თვალსაზრისით. „აქტიურად დაიწყო მეწარმეობის მხარდაჭერის მიზნობრივი პროგრამების განხორციელება. შეიქმნა მეწარმეობის განვითარების პროგრამა - „აწარმოე საქართველოში“. მომდევნო 4 წლის განმავლობაში დაცული იქნება საკუთრების უფლების ხელშეუვალობის პრინციპი - „ქართული ოცნება“ რჩება აღნიშნული პრინციპის ერთგული “,- აღნიშნა იოსებ მაკრახიძემ.
ავტორი: ნიუპრესი