"არ გავაყალბე, ვერ შევძელი ამის გაკეთება" - იზა ჩირგაძე გაყალბების სქემას ამხელს
"არ გავაყალბე, ვერ შევძელი ამის გაკეთება, უკვე ეჭვი ეპარებათ, რომ გავამჟღავნებ ამ ინფორმაციას" - აცხადებს ქუთაისის # 90 საარჩევნო კომისიის წევრი იზა ჩირგაძე, რომელიც .ე.წ. ნეიტრალური წევრი უნდა ყოფილიყო, "ქართული ოცნების" მხრიდან არჩევნების გაყალბების იძულებასა და ფსიქოლოგიურ ტერორზე საუბრობს.
იზა ჩირგაძე ოპოზიციური პარტიიდან იმავე საარჩევნო უბნის წარმომადგენელს მარიამ ნემსაძეს დაუკავშირდა და დახმარება თხოვა. საბოლოდ ის თავის მცირეწლოვან შვილებთან ერთად თავი ნაციონალური მოძრაობის ოფისში და მის თავს გადამხდარი მძიმე ისტორია პირდაპირ ეთერში მოყვა.
იზა ჩირგაძის თქმით, მას მოთხოვეს არჩევნების გაყალბებაში მონაწილეობა, კერძოდ, უნდა გაეტარებინა ე.წ. კარუსელში მონაწილე ადამიანები, რაც არ გააკეთა. მას ამის გამო გუშინვე დაუკავშირდენ და საყვედური უთხრეს, მოთხოვეს, რომ მორიგ ჯერზე შეესრულებინა მათი მოთხოვნა. როგორც იზა ჩირგაძე აცხადებს, მას "ქართული ოცნებიდან" უკავშირდებოდა ვინმე ინგა.
"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი მაირიამ ნემსაძე კი აცხადებს, მას სოციალური ქსელით დაუკავშირდა იმავე უბნის რეგისტრატორი, რომელ უბანზეც გუშინ, არჩევნების დღეს თავადაც იყო და დახმარება თხოვა. მარიამ ნემსაძე ყვება ასევე, თუ როგორ ცდილობდნენ უცნობი პირები იზა ჩირგაძის გატაცებას, ასევე მათ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია.
"დამიკავშირდა გუშინ და მითხრა, მე თქვენ არ გიცნობთ, ძლივს მოგძებნე ინტერნეტსივრცეში და მინდა დამეხმარო, რადგან მაშინებენ, მაშანტაჟებენ. მე ვიყავი რეგისტრატორიო. მაშინებენ და მაშანტაჟებენ, ეჭვი ეპარებათო, ვინაიდან არ გავაკეთე ის დავალებები, არ გავაყალბე და ვერ შევძელი ამის გაკეთება. უკვე ეჭვი ეპარებათ, რომ გავამჟღავნებ ამ ინფორმაციას, დამეხმარეთ.
დღეს სატელეფონო კომუნიკაციის დროს აშკარა იყო, რომ გვისმენდნენ, ჩემი ხმა მიბრუნდებოდა. მითხრა, რომ მაჯდონალდთან იყო. სადღაც 2 წუთში მირეკავს, რომ "მეუბნებიან ახლავე გამოდი, უნდა წამოგვყვე "ოცნების" შტაბში". ჩვეულებრივი მოტაცების სცენარი იყო.
იზა დაიმალა "გრანდ მოლში", სავაჭრო ცენტრში. მეც შევედი და როგორც კი იზა დავინახე ამ დროს 2 წარმომადგენელი, რომლებიც არჩევნების დღეს ავანგარდში 90-ე უბანზე იყვნენ, მიცნეს. მეც ვიცანი და გავექანე იზასკენ.
ეცნენ, გამოგლეჯვა უნდოდათ და ლამის გახლიჩეს ადამიანი შუაზე. მოვახერხეთ იმდენი, რომ მანქანამდე მივსულიყავით. უკვე ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ იყო მოქცეული და ურეკავდნენ ოჯახიდან, რომ უკვე ბავშვებსაც აწუხებდნენ",- განაცხადა მარიამ ნემსაძემ.
მომხდართან დაკავშირებით ქუთაისის მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ ყველანაირ დახმარებას აღმოუჩენს იზა ჩირგაძეს, რომელიც ჯერჯერობით შვილებთან ერთად მათ ოფისში რჩება.
ავტორი: ნიუპრესი